05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ტრამპმა პროტოკოლი დარღვია - მან ელისაბედ მეორესთან საუბრის დეტალები გასაჯაროვა

ბრექსიტის შესახებ ელისაბედ მეორეს პოზიცია დონალდ ტრამპმა სააშკარაოზე გამოიტანა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბრიტანელ მონარქთან საუბრის დეტალებზე ილაპარაკა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ელისაბედ მეორემ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხს "ურთულესი პრობლემა" უწოდა.

მისივე თქმით, დედოფალმა აღნიშნა, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს გადაწყვეტილება ამდენად მძიმე აღმოჩნდებოდა.

ელისაბედ მეორესთან საუბრის დეტალების გასაჯაროვებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პროტოკოლიც და ეტიკეტიც დაარღვია.

არსებული წესებით, მონარქთან აუდიენცია საიდუმლოდ უნდა დარჩეს. მეორე მხრივ, მონარქებს პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ეკრძალებათ.

დღის ამბები