05 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
საპროტესტო აქცია ჩიკაგოში - მოსახლეობა პოლიციას სისასტიკესა და მკვლელობაში ადანაშაულებს

შეერთებული შტატები ისევ მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა. ჩიკაგოს მოსახლეობა ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც პოლიციელებმა შეიარაღებულ მამაკაცს ესროლეს.

ინცინდენტი გამთენიისას მოხდა. პატრულირებისას სამართალდამცელებმა ქუჩაში შეიარაღებული პირი შენიშნეს და შესამოწმებლად გააჩერეს, თუმცა, მამაკაცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

დაჭრილი ეჭვმიტანილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ჩიკაგის მოსახლეობა პოლიციას სისასტიკესა და მკვლელობაში ადანაშაულებს. მომიტინგეები ინცინდენტში მონაწილე სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ.

დღის ამბები