05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ჰელსინკში ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის ემზადებიან

ჰელსინკში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისთვის ემზადებიან. ფინეთის დედაქალაქში უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია მიღებული.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემები უკრაინაში არსებული ვითარება, სირია და ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობა იქნება.

დონად ტრამპმა, რომელიც უკვე ჰელსინკში იმყოფება, სამიტამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს.

პრეზიდენტების შეხვედრის სამზადისი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

დღის ამბები