03 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
„ქართული ოცნება 2012“ - დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხულების ფრაქციის შექმნას აპირებს

„ქართული ოცნების“ მიერ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის შემდეგ, მმართველი გუნდის უკვე ყოფილი წევრი ამბობს, რომ პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება.

ჭიჭინაძე ელოდება, რომ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და მისი შეფასებით, სხვა ე.წ. „კომკავშირელები,“ პარტიიდან სხვებსაც გარიცხავენ.

დავით ჭიჭინაძე აპირებს, რომ პარტიიდან გარიცხულების ფრაქცია შექმნას, რომელსაც, პირობითად,  „ქართული ოცნება 2012“ ერქმევა.

დავით ჭიჭინაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი კიპლინგის პერსონაჟებს შეადარა.

„მე პოლიტიკაში არ გამიგია ამათ მოსვლამდე ეთიკის კოდექსები და სულ ეთიკაზე საუბრობენ, არ ვიცი, სად გაიზარდნენ, რა ეთიკა დააკლეს ბავშვობაში, რომ ახლა ასაკში აპირებენ ამ ეთიკის კომპენსირებას. ეს ჩემთვის გაუგებარია. კიპლინგი გენიალური იყო, ერთხელ ვახსენე და მაშინ აკილა იყო და ახლა ტაბაკებად გადაიქცნენ და იმედი მაქვს, პარლამენტი ბანდერლოგებად არ გადაიქცევა. ვაპირებ დამოუკიდებლად და დაველოდები რიგრიგობით ვის გამოყრიან, სახელი ალბათ, „ქართული ოცნება 2012“ იქნება,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები