05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ტრამპი საინფორმაციო საშუალებებს ფარისევლობაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს გამოჩენილი სირბილის გამო მედიის კრიტიკას პასუხობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი საინფორმაციო საშუალებებს ფარისევლობაში ადანაშაულებს და ტვიტერის ქსელში წერს, რომ წარსულში მის საქციელს დოპლომატიას დაარქმევდნენ.

ტრამპის შეფასებითვე, პუტინთან შეხვედრის დროს ის უხეში და მკაცრი რომ ყოფილიყო, მას ამის გამოც გააკრიტიკებდნენ.

ჰელსინკიში გამართული სამიტის შემდეგ შეერთებული შტატების ლიდერმა რუსი კოლეგა ვაშინგტონში მიიწვია. რუსეთის ელჩის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მზადაა, რომ ამერიკულ მხარესთან ვლადიმერ პუტინის შესაძლო ვიზიტი განიხილოს.

დღის ამბები