05 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
ტრამპის პირადმა ადვოკატმა პრეზიდენტთან სატელეფონო დიალოგი ფარულად ჩაიწერა

დონალდ ტრამპის პირადმა ადვოკატმა პრეზიდენტთან სატელეფონო დიალოგი ფარულად ჩაიწერა.

ინფორმაციას ამის შესახებ ნიუ იორკ თაიმსი და ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებენ.

საქმე ეხება ჩანაწერს, რომელშიც ისინი ჟურნალ ფლეიბოის ყოფილი მოდელისთვის თანხის გადახდის საკითხს განიხილავენ.

გავრცელებული ცნობით, მაიკლ კოენსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 2016 წლის სექტემბერში შედგა, როდესაც ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ახლა ამ აუდიოჩანაწერს გამოძიების ფედერალური ბიურო ფლობს.

სკანდალის შემდეგ დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა, რომ ყოფილი პორნო ვარსკვალვისთვის თანხის გადახდის შესახებ იცოდა.

დღის ამბები