05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
"ნოვიჩოკით" მოწამლული 45 წლის ჩარლი როული საავადმყოფოდან გაწერეს

ბრიტანეთის ქალაქ ეიმსბერიში "ნოვიჩოკით" მოწამლული კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს. 45 წლის ჩარლი როულის სოლსბერის კლინიკაში სამი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტთან კონტაქტი ახლა უკვე საფრთხეს აღარავის უქმნის.

ჩარლი როული და მისი მეგობარი ნეირო ტოქსიკური ნივთიერებით ივნისის ბოლოს შემთხვევით მოიწამლნენ, თუმცა, ექიმებმა დონ სტერჯესის გადარჩენა ვერ შეძლეს. ის საავადმყოფოში ორი კვირის წინ გარდაიცვალა.

გამოძიების ვერსიით, მომხდარი 4 მარტს სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობის საქმეს უკავშირდება. 

დღის ამბები