05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
14 დაღუპული და 60 დაშავებული - ქაბულის აეროპორტთან ტერორისტმა თავი აიფეთქა

თავდასხმას ავღანეთის დედაქალაქში 14 ადამიანი ემსხვერპლა. ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა იმ დროს აიფეთქა, როდესაც ტერიტორიას ავღანეთის პირველი ვიცე-პრეზიდენტის კოლონა ტოვებდა.

აბდულ რაშიდ დუსტუმი თურქეთში ერთი წლის განმავლობაში ნებაყოფლობით გადასახლებაში ცხოვრობდა და სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. აფეთქებას ის უვნებელი გადაურჩა.

დაღუპულთა შორის 9 სამართალდამცველია, დაშავებულთა რაოდენობა კი 60 აღწევს. უმეტესობა მათგანი დუსტუმის მხარდამჭერია, რომელიც აეროპორტში მის დასახვედრად მივიდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დღის ამბები