05 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
მსოფლიო მარათონი - სტამბოლში ბოსფორის სრუტე ათასობით ადამიანმა გადაცურა

სტამბოლში ბოსფორის სრუტე ათასობით ადამიანმა გადაცურა. მსოფლიოს ერთადერთ კონტინენტთაშორის მარათონში მონაწილეობა წელს, 2 ათას 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ისინი თურქეთში 50 ქვეყნიდან ჩავიდნენ. მონაწილეებმა სტამბოლის აზიური ნაწილიდან ევროპულ მხარემდე 6 კილომეტრზე მეტი გაცურეს.

მამაკაცთა შორის პირველობა კვიპროსელმა მოცურავემ მოიპოვა, რომელმაც დისტანცია 46 წუთში დაფარა, ქალებს შორის გამარჯვება კი თურქეთის მოქალაქეს ერგო.

ის პირველ ადგილზე გასულ მამაკაცს 4 წუთით ჩამორჩა. ბოსფორის სრუტის გადაცურვის ტრადიცია 1989 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.

დღის ამბები