05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
50 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული - საბერძნეთში ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში ტყის ხანძარს 50 ადამიანი ემსხვერპლა. ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე ათეული საცხოვრებელი სახლი.

რეგიონში ასობით მეხანძრეა მობილიზებული, ისინი ამ დრომდე ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირის ქვეყნებს დახმარებას სთხოვს.

დღის ამბები