05 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
რუსეთის ციხეში პატიმრების წამების სკანდალის გამო ადვოკატს ქვეყნის დატოვება მოუწია

რუსეთის ციხეში პატიმრების წამების სკანდალის გამო ადვოკატს ქვეყნის დატოვება მოუწია. ჟურნალისტების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ირინა ბირიუკოვამ იაროსლავის ერთერთ კოლონიაში წამების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა, ადვოკატმა ციხის თანამშრომლების მხრიდან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

უფლებადამცველმა საგამოძიებო უწყებას და გენერალურ პროკურატურას მისი და ოჯახის წევრების დაცვის მოთხოვნით მიმართა, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.

კადრები ერთი წლის წინ არის გადაღებული. მასალაზე ჩანს რომ ციხის 10-მდე თანამშრომელი პატიმარს სასტიკად უსწორდება. ადვოკატმა მასალა საგამოძიებო უწყებას ერთი წლის წინ წარუდგინა, თუმცა იმის გამო რომ რეაგირება არ მომხდარა, მან გამომძიებლის პასუხისმგებლობაში მიცემა მოითხოვა და რამდენიმე დღის წინ კადრები ინტერნეტში გაავრცელა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ კოლონიის 6 თანამშრომელი უკვე დაკავებულია.

დღის ამბები