05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ბირთვული ობიექტის დემონტაჟი დაიწყო

ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ბირთვული ობიექტის დემონტაჟი დაიწყო. საუბარია სოჰეს პოლიგონზე, რომელსაც ფხენიანი ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად იყენებდა.

დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ექსპერტებმა გაავრცელეს, რომლებმაც თანამგზავრით გადაღებული ფოტოები შეისწავლეს.

ექსპერტების განცხადებით, ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ სოხეს პოლიგონზე საწარმოო შენობისა და სარაკეტო ძრავების გამოსაცდელი სტენდი ნაწილობრივ დანგრეულია.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ფხენიანმა დონალდ ტრამპისთვის და სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის მიცემული პირობის შესრულება დაიწყო და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

დღის ამბები