05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
რეკორდულად მაღალ ტემპერატურას იაპონიაში 65 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიაში გაუსაძლისი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, რეკორდული სიცხის გამო უკვე 65 ადამიანია გარდაცვლილი. 

ოფიციალური ინფორმაციით, მაშველებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა დიაგნოზით კლინიკებში 22 ათას 600-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს, რაც გასული წლის მონაცემებს სამჯერ აღემატება.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ტოკიოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ ტემპერატურა უკვე მეორე კვირაა, 40 გრადუსს აღწევს.

მეტეოროლოგები ანომალიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ გუშინ ტემპერატურის აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა. ორშაბათს ტემპერატურამ ცენტრალურ რეგიონში 41 გრადუსს გადააჭარბა.

დღის ამბები