05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
გლოვამ არ უნდა დაგვამარცხოს, ახლა ბრძოლის დროა - საბერძნეთის პრემიერი მოსახლეობას მიმართავს

საბერძნეთის ხელისუფლება სამძიმრის წერილებს იღებს. სამდღიანი გლოვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო ლიდერები ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ და დახმარებას სთავაზობენ.

ათენს სპეცტექნიკისა და ცოცხალი ძალის გაგზავნა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, ისრაელმა და რუსეთმა შესთავაზეს. სამაშველო სამსახურების ინფორმაციით, ცეცხლის რამდენიმე ძლიერი კერა უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ათენის შემოგარენი კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძარმა ათენთან საკურორტო ზონა უკვე გაანადგურა და ქალაქს უახლოვდება. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

იმის გამო, რომ ცეცხლი მაგისტრალებსაც მიუახლოვდა, ევაკუაციის პროცესი შეფერხდება. საბერძნეთის მთავარმა პროკურატურამ ტყის ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენაზე მუშაობა დაიწყო. წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი ძლიერი სიცხე და ნალექის სიმცირე გახდა. ათენის ატიკის რაიონში უკვე რამდენიმე თვეა, არ უწვიმია.

საბერძნეთის მოსახლეობას ქვეყნის პრემიერმა სიტყვით მიმართა. ალექსის ციპრასი დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

„ჩვენს ქვეყანას წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდა თავს. დღეს საბერძნეთი დაღუპულებს გლოვობს და მათ პატივსაცემად სამდღიან გლოვას ვაცხადებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლოვამ არ უნდა დაგვამარცხოს. ახლა ბრძოლის დროა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ერთიანები. ყველაფერს გავაკეთებთ დაზარალებულების დასახმარებლად,“- აცხადებს ციპრასი.

ამავე თემაზე
დღის ამბები