05 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
სიცხეები და დივერსია - საბერძნეთში ხანძრის გაჩენის ორი მიზეზი განიხილება

საბერძნეთში სამაშველო სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში მაშველები გადარჩენილებს ეძებენ.

ვარაუდობენ, რომ ათობით ადამიანი დაკარგულია, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია. ხანძრის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საგამოძიებო ჯგუფებიც გაიგზავნა.

ხელისუფლება ხანძრის გაჩენის მიზეზს იძიებს. განიხილება ორი ვერსია, მათ შორის ძლიერი სიცხეები და უნალექობა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქმე დივერსიას ეხებოდეს.

დაზუსტებული ინფორმაციით, დაღუპულია 80-მდე ადამიანი, 200-მდე კი დაშავებულია. გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის თქმით, ორი დაშავებული ქართველი ამ დრომდე სახლის პირობებში მკურნალობს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები