05 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
პრეზიდენტ ტრამპს კარგად ესმის თუ რა გამოწვევებს უქმნის რუსეთი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს - პომპეო

პრეზიდენტ ტრამპს კარგად ესმის თუ რა გამოწვევებს უქმნის რუსეთი შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს - განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა სენატში, უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

მაიკ პომპეოს თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ კრემლის საზიანო ქმედებების საპასუხო ზომები მიიღო, და მათ შორის საქართველოსა და უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება დაასახელა.

კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ პომპეოს შეკითხვა რუსეთის აგრესიული ქმედებების შესახებ დაუსვა და ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მოიყვანა.

“პრეზიდენტ ტრამპს კარგად ესმის, თუ რა გამოწვევებს უქმნის რუსეთი შეერთებულ შტატებს და ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს. მან სერიოზული ზომები მიიღო ჩვენი ინტერესების დასაცავად-213 სანქცია იყო დაწესებული რუს იურიდიულ და კერძო პირების წინააღმდეგ;

ამერიკიდან 60 რუსი ჯაშუშის გაძევება მოხდა. შეერთებული შტატები მონაწილეობდა 150-მდე სამხედრო წვრთნაში ევროპაში;

ჩვენ გავხადეთ ხელმისაწვდომი თავდაცვითი შეიარაღება საქართველოსა და უკრაინისთვის. ევროპის თავდაცვითი ინიციატივის პროგრამის დაფინანსებაზე შეერთებულმა შტატებმა 11 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. ეს არის არასრული სია იმ ქმედებებისა, რომლებიც მოქმედმა ადმინისტაციამ რუსეთის საზიანო ქმედების საპასუხოდ განახორციელა“-განაცხადა პომპეომ.

დღის ამბები