05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
აფეთქება პეკინში, აშშ-ს საელჩოსთან-არსებული ინფორმაციით ასაფეთქებელი მოწყობილობა 26 წლის მამაკაცმა აამოქმედა

აფეთქება პეკინში, შეერთებული შტატების საელჩოსთან-შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, რის გამოც მედიაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩინეთის დედაქალაქის ცენტრში 26 წლის მამაკაცმა აამოქმედა, რის შედეგადაც მხოლოდ თვითონ დაშავდა. ამ დროისთვის ის დაკავებულია. აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე დიპლომატიური უწყების შენობასთან პოლიციამ ქალიც დააკავა, რომელიც თავის დაწვას აპირებდა. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს. საელჩოს მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ. 

დღის ამბები