05 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში კრიკეტის ყოფილი მოთამაშის იმრან ხანის პარტია ლიდერობს

პაკისტანის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი სპორტსმენის იმრან ხანის პარტია ლიდერობს. წინასწარი შედეგების თანახმად მემარჯვენე ცენტრისტული "თერეკ -ა ინსაფი" თითქმის ყველა ოლქში ლიდერობს და სავარაუდო კრიკეტის ყოფილი მოთამაშე იმრან ხანი პრემიერ- მინისტრის პოსტს დაიკავებს. ოპოზიციურ პარტიები ირწმუნებიან, რომ არჩევნები ხანის სასარგებლოდ გაყალბდა. ისინი შედეგების ბოიკოტირებით იმუქრებიან. სავარაუდოდ იმრან ხანის პარტია ეროვნულ ასამბლეაში 342-იდან 106 ადგილს დაიკავებს და უმრავლესობის მოსაპოვებლად კოალიციის ფორმირებაც მოუწევს. 

დღის ამბები