05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
მეცნიერებმა მარსზე 20 კმ-იანი ტბა აღმოაჩინეს

მეცნიერები მარსზე თხევად მდგომარეობაში წყლის არსებობას ადასტურებენ. ტბა, რომლის დიამეტრი 20 კილომეტრია, პლანეტის სამხრეთ პოლუსთან, ზედაპირის ქვეშ მდებარეობს და ყინულის მასითაა დაფარული. მეცნიერების ვარაუდით მისი სიღრმე დაახლოებით ერთი მეტრია. წყლის არსებობა წითელ პლანეტაზე სპეციალურმა რადარმა დააფიქსირა. მეცნიერები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ მარსის ზედაპირზე სეზონურად შესაძლოა გამდნარი ყინულის ნაკადულები მოედინებოდეს, რომელიც დაბალი წნევის გამო მალე ორთქლდება. თუმცა ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარსზე თხევად მდგომარეობაში წყლის მუდმივად არსებობაზეა საუბარი.

 

 

დღის ამბები