05 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ძლიერი ხანძარი გერმანიაში - ხელისუფლება მასშტაბურ ევაკუაციას იწყებს

გერმანიაში ტყის მასივი იწვის. თუმცა ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობს დასახლებულ პუნქტშიც, საფრთხის ქვეშ არის ბერლინის მახლობლად მდებარე ქალაქი ფიხტენ-ვალდე.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციისთვის მზადებისკენ მოუწოდებს.

რეგიონში საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ხანძარმა 90 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი უკვე გაანადგურა. ცეცხლის ლოკალიზებას 200 მეტი მეხანძრე ცდილობს.

სტიქიის გამო შეფერხებული იყო მიმოსვლა ცენტრალურ ავტობანებზე. ხანძრის ლიკვიდაციას ხელს მაღალი ტემპერატურა უშლის.

დღის ამბები