03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
წალკელი ეკომიგრანტების პრობლემით ხელისუფლება არ ინტერესდება, - ბურჯანაძე

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მთავრობას ეკომიგრანტების პრობლემის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს და საჭირო თანხების მობილიზებას სთხოვს. ეკომიგრანტების პრობლემებზე ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ ადამიანებისთვის სახლ-კარის შეძენა სახელმწიფოს თანამდებობის პირების პრემიების ხარჯზეა შესაძლებელი.

„ეს ადამიანები პრაქტიკულად მეორედ ხდებიან დევნილები საკუთარ მიწა-წყალზე. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საბიუჯეტო სახსრები გამოეყო, რათა ეკომიგრანტებისათვის მიწები და სახლკარი შეესწყიდათ,“- ამის განსახორციელებლად, ბურჯანაძის თქმით, საკმარისი იქნებოდა მთავრობაში გაცემული პრემიების ოდენობაც.

წალკაში მცხოვრები ეკომიგრანტები გამოსახლების პროცესის შეჩერებას ითხოვენ. მათ დღეს პეტიცია შეიმუშავეს, რომელიც მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრის სახელზე ჩააბარეს. მიმართვას ხელს აწერს 800-ზე მეტი ეკომიგრანტი. 3 ათასი ოჯახი მთავრობას საკითხის მოგვარებას და კომპენსაციას სთხოვს და ამისთვის ხელმძღვანელობას ორკვირიან ვადას აძლევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები