05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
ტეხასში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

ტეხასში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ინცინდენტი ქალაქ რობს თაუნის მოხუცთა თავშესაფარში მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველები თავშესაფრის მობინადრემ საღამოს საათებში გამოიძახა.

ადგილზე მისულ ძალოვანებს შენობაში 3 გარდაცვლილი დახვდათ. თუმცა, საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა კიდევ ორი ცხედარი ერთ-ერთი მსხვერპლის სახლში აღმოაჩინეს.

ვარაუდობენ, რომ გარდაცვლილ 5 ადამიანს შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელმაც ჯერ მოხუცები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები