05 ოქტომბერი 2024,   20:29
ვრცლად
კალიფორნიაში ტყის ხანძარს 2 მეხანძრე ემსხვერპლა

კალიფორნიაში ტყის ხანძარს პირველი მსხვერპლი მოჰყვა. სამაშველო სამსახურის ინფრომაციით, დაღუპულია ორი მეხანძრე, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ.

ჩრდილოეთ კალიფორნიაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ქარმა ხანძარი მდინარე საკრამენტოს მეორე სანაპიროზე გადაიტანა. იწვის რამდენიმე დასახლება. ცეცხლმა 500-ზე მეტი შენობა უკვე გაანადგურა. 90 ათას ადგილობრივს სახლების მიტოვება მოუხდა, თუმცა, იმის გამო რომ ცეცხლი მაგისტრალებს მიუახლოვდა, ევაკუაციის პროცესი ფერხდება.

რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ზოგიერთ რაიონში ვითარება უკონტროლოა.

ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ხანძრის ახალი კერები ჩნდება.

დღის ამბები