05 ოქტომბერი 2024,   20:33
ვრცლად
ტელეკომპანია CBS-ის აღმასრულებელ დირექტორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ტელეკომპანია CBS-ის აღმასრულებელ დირექტორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

ინფორმაცია ლეს მუნვესის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების შესახებ ჟურნალმა ნიუ იორკერმა გაავრცელა.

გამოცემას ინტერვიუ 6-მა ქალმა მისცა, რომლებიც აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის დირექტორი მათ საქმიან შეხვედრებზე ძალით კოცნიდა და ეხებოდა.

თავად 68 წლის მუნვესიც ადასტურებს, რომ "წარსულში შესაძლოა, ქალებს არაკომფორტულად აგრძნობინა თავი" და "დაშვებული შეცდომების გამო გულწრფელად წუხს".

ლეს მუნვესმა 2017 წელს, თითქმის, 70 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

დღის ამბები