ბათუმის საკრებულოს წევრი, ნოდარ დუმბაძე, აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, ზურაბ პატარაძეს და ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ ალიანს ჯგუფმა K2 კოეფიციენტის მშენებლობის ნებართვა ზღვისპირა ზოლში უკანონოდ მიიღო. ასევე, ალიანს ჯგუფმა გაზრდილი სართულების მიუხედავად, გადასახადი არ შეიტანა ბიუჯეტში, რაც, მინიმუმ, 4 მილიონ ლარს აღემეტება.
ნოდარ დუმბაძე აღნიშნავს, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ყოფილი მაღალჩინოსნების მეგობარია.
„მას დავალება მისცა გიორგი კვირიკაშვილმა და ყოფილმა შს მინისტრმა, რომ ის ყველანაირი უკანონობა, რომელიც ამ შენობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამაზე მათ ჰქონდათ სიტყვიერი დადასტურება, რომ არავინ არ მოსთხოვდათ პასუხს,“ - განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.