21 დეკემბერი 2024,   17:08
ვრცლად
პრეზიდენტის ფონდის 50% უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება - დავით ბაქრაძის საარჩევნო დაპირება

პრეზიდენტის ფონდის 50% უცხოეთში ქართველი სტუდენტების დაფინანსებაზე დაიხარჯება. "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ახალგაზრდებთან საკუთარი პროგრამის ამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე სასაუბროდ და მათი პრობლემების მოსასმენად მივიდა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ საზღვარგარეთ განათლების მიღების დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ გააჩნიათ. ბაქრაძის განცხადებით ახალგაზრდა თაობის განათლების გარეშე ძლიერი სახელმწიფო წარმოუდგენელია და სწორედ ამიტომ გახდა მისი საარჩევნო პროგრამის მთავარი პრიორიტეტი ფონდიდან სტუდენტების დაფინანსება.

დღის ამბები