05 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
სხეულის განზრახ დაზიანება და მუქარა - იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს 

იტალიაში, სხეულის განზრახ დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

იტალიელმა სამართალდამცველებმა 31 წელის მამაკაცი ქალაქ კარპიში აიყვანეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ საქართველოს მოქალაქემ ყოფილ მეგობარ ქალს ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროში სახეში მუშტი რამდენჯერმე დაარტყა.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცის წინააღმდეგ იგივე ბრალდებით საქმე იტალიის ქალაქ მოდენაშიც იყო აღძრული.

დღის ამბები