05 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
6 გარდაცვლილი და საგანგებო მდგომარეობა - კალიფორნიაში ხანძრის ლოკალიზებას ვერ ახერხებენ

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი და მათი ბებია, ასევე ორი მეხანძრე და ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელია.

როგორც ცნობილია, ისინი ევაკუაციის ბრძანებას არ დაემორჩილნენ. მაშველები ამ დრომდე 7 დაკარგულს ეძებენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარება კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ რაიონებშია, სადაც რამდენიმე ასეული მეხანძრე ცეცხლის ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობს.

სტიქიის შედეგად უკვე განადგურებულია 500-ზე მეტი შენობა. ხანძრის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უშლის ხელს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანებით, კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

დღის ამბები