05 ოქტომბერი 2024,   20:31
ვრცლად
33 გარდაცვლილი და ათეულობით დაკარგული - მიანმარიში სტიქიას ებრძვიან

სტიქიურ უბედურებას მიანმარიში სულ მცირე 33 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელ წვიმას ქვეყნის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობა მოჰყვა. შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი. პარალელურად, მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული 23 მეშახტის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ათეულობით ადამიანი.

50 ათასამდე ადგილობრივი მაცხოვრებელი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

სტიქიამ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი უკვე დააზარალა.

დღის ამბები