05 ოქტომბერი 2024,   20:26
ვრცლად
მიწისძვრა ინდონეზიაში - მაშველები რინჯანის მთაზე ბლოკირებული ტურისტების ჩამოყვანას ცდილობენ

ინდონეზიის მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მაშველები რინჯანის მთაზე ბლოკირებული ტურისტების ჩამოყვანას ცდილობენ. ტურისტულ კურორტზე 270-ზე მეტი ალპინისტი და ტურისტია ჩარჩენილი. მაშველებმა მთიდან უკვე ჩამოიყვანეს 500-ზე მეტი ადამიანი, თუმცა დარჩენილი ტურისტების ადგილსამყოფელს ამ დრომდე ვერ ადგენენ.

სამძებრო ოპერაციაში ავიაცია ჩაერთო. კუნძულ ლომ-ბოკზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, 160-ზე მეტი კი დაშავდა. 6 მთელი 4 მეათედი მაგნიტუდის ბიძგების შედეგად საკურორტო ზონაში ათობით შენონა დაინგრა. ადგილობრივი ხელისუფლება მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.

დღის ამბები