05 ოქტომბერი 2024,   20:32
ვრცლად
4 მოკლული ტურისტი ტაჯიკეთში - პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო

ტაჯიკეთში უცხოელი ტურისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. შესაბამის განცხადებას ისლამისტური სააგენტო ავრცელებს.

თავდასხმას, შეერთებული შტატების, შვეიცარიისა და ნიდერლანდების მოქალაქეებზე 4 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა.

უცხოელი ტურისტები ერთ-ერთ მაგისტრალზე ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ სწრაფად მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, შეჯახების შემდეგ ავტომობილის მძღოლი და მგზავრები ტურისტებს დანებით გაუსწორდნენ.

სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად 2 ეჭვმიტანილი მოკლეს. 4 თავდამსხმელი დაკავებულია.

დღის ამბები