05 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთში - გარდაიცვალა 11 და დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი

თავდასხმა ავღანეთში - გზაზე დამონტაჟებული ბომბი სწორედ იმ დროს აფეთქდა, როდესაც  იქ სამგზავრო ავტობუსმა გაიარა.

შემთხვევა ქალაქ ჰერათისა და ჰელმანდის პროვინციის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები