03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
"საყოველთაო აღწერას "ქართული ოცნების" აქტივისტები ჩაატარებენ," - ჯონდი ბაღათურია

პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათუარიას თქმით, სამთავრობო გუნდში უკვე არსებობს იმ პირთა სიები, თუ ვინ უნდა ჩაატაროს მოსახლეობის აღწერა.

"ქართული დასის" ლიდერის მტკიცებით, ეს სიები "ქართული ოცნების" აქტივისტებით არის დაკომპლექტებული და დღევანდელი ხელისუფლება იმეორებს იმ პრაქტიკას, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს.

„ხელისუფლებამ წამოიწყო მოსახლეობის აღწერა და ვინ დადის აღწერაზე ”კარდაკარის” გასახორცილებელად? ამოიღეთ სიები და ნახავთ, რომ ყველა "ქართული ოცნების“ აქტივისტია. პარტიული აქტივისტები, ანუ თავისთვის ”კარდაკარს” აკეთებს „ქართული ოცნება“, თავისი აქტივისტები დაასაქმა, რაც თავის დროზე გააკეთეს ვანო მერაბიშვილმა და გიგი უგულავამ,“- განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჯონდი ბაღათურიამ. 

დღის ამბები