ინსტიტუტებს ამ ბოლო დროს ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან მარცხნიდან ზემოდან ქვემოდან - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ის სრულად იზიარებს აზრს, რომ ადამიანებს მავნე ჩვევების გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ.
„74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არ არის კარგი და დადებითი ჩვევა. მე შემიძლია შევუერთდე ამ 74%, ალბათ შემიძლია შევუერთდე 99% ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება არის კატასტროფა, ალბათ შემიძლია შევუერთდე 100% რომელიც თვლის, რომ ალკოჰოლის მოხმარება არის ცუდი, მაგრამ უნდა გავავლოთ ზღვარი ცუდი და კარგი ჩვევა ერთია და მეორე საკითხია, ამის გამო ადამიანები რამდენად უნდა გვყავდეს ჩასმული ციხეში. უნდა ვისწავლოთ ამ ზღვრის გავლება.
"აქ ლაპარაკია, რომ ადამიანები ციხეში არ უნდა იყოს ამის გამო. სრულიად სწორი, ღირებულებით გამართული და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული სასამართლოს გადაწყვეტილება.
„ერთია არ მოგწონდეს რაღაც და მეორე რომ ამის გამო ადამიანს ციხეში სვამდე. თავისუფალი საზოგადოება ამ ზღვარს ძალიან აფართოვებს. მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ უპასუხისმგებლოა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე.
"ინსტიტუტებს ამ ბოლო დროს ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან მარცხნიდან ზემოდან ქვემოდან, ამ ინსტიტუტებს თუ დავანგრევთ მაინტერესებს ვინ დაიცავს კანონს“-განაცხადა პრეზიდენტმა.