05 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტი, რომელიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, სენატმა 87 ხმით დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების 2019 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი სენატმა დაამტკიცა. დოკუმენტის მიღებას მხარი 87-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა ათი. ახლა კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება. თავდაცვითი ბიუჯეტის საერთო თანხა 716 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. დოკუმენტში ხაზგასმულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერა. კანონპროექტი საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასაც ითვალისწინებს. უკრაინის დახმარება 250 მილიონი დოლარით არის განსაზღვრული. კანონპროექტი შეერთებული შტატების რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობასაც ზღუდავს. 

დღის ამბები