03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
გარდაცვლილის ახლობლები დამნაშავის აზერბაიჯანიდან ექსტრადირებას ითხოვენ

რესტორან ”კახეთში” პირველ სექტემბერს მოკლული 35 წლის იკარ მურადოვის ახლობლები მკვლელის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ. ამ მიზნით მათ აზერბაიჯანის საელჩოსთან აქცია გამართეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, დამნაშავე მათივე თანასოფლელია, რომელიც აზერბაიჯანში იმყოფება. სწორედ ამიტომ მიმართეს აზერბაიჯანის საელჩოს. თუმცა საელჩოს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.  

დღის ამბები