05 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
სტივენ სიგალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა

რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ სტივენ სიგალმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა.

ცნობილი ამერიკელი მსახიობი უწყების სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა და მის მოვალეობაში რუსეთ-ამერიკის ჰუმანიტარული, კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარება შედის.

ლავროვის უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტივენ სიგალს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა დაევალა, რომელიც ფინანსურ ანაზღაურებას არ ექვემდებარება. შესაბამისად ამერიკელი მსახიობის თანამდებობა ვალდებულებით გაეროს კეთილი ნების ელჩის სტატუსს შეესაბამება.

სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. პასპორტი მას პირადად ვლადიმერ პუტინმა გადასცა და მოგვიანებით, ინაუგურაციის ცერემონიაზე საპატიო სტუმრის სტატუსითაც მიიწვია.

დღის ამბები