05 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
ტერაქტი ავღანეთში - ფარვანის პროვინციაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის 3 ჯარისკაცი დაიღუპა

მორიგი თავდასხმა კოალიციურ ძალებზე ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა სამხედროების კონვოისთან ​ თავი აიფეთქა.

ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ალიანსის წევრი სამი ჯარისკაცი დაიღუპა. დაშავდა ერთი ამერიკელი და ორი ავღანელი სამხედრო.

ტერაქტი ფარვანის პროვინციაში მოხდა, სადაც ქართველი სამხედროებიც მსახურობენ. საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ქართველი ჯარისკაცები არ არიან.

აფეთქება რიგითი პატრულირების დროს მოხდა. ავღანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა აიღო.

თალიბების ლიდერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად მათ საოკუპაციო ძალების 8 ჯარისკაცი მოკლეს, თუმცა ოფიციალურად მხოლოდ 3 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია.

დღის ამბები