03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
სირიაში დაღუპულ ქართველს პანკისში გლოვობენ

პანკისში 22 წლის გურამ გუმაშვილს გლოვობენ. გუმაშვილის ოჯახის წევრები და ნათესავები აცხადებენ, რომ მათ გურამის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სირიელმა მებრძოლებმა მიაწოდეს. ცნობილია, რომ 22 წლის ახალგაზრდა ისლამური სახელმწიფოს სახელით ქალაქ კობანის ასაღებად იბრძოდა. 

დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის თქმით, მათ არ იცოდნენ, რომ შვილი სირიაში იმყოფებოდა. ოჯახს ეგონა, რომ გურამ გუმაშვილი თურქეთში სამუშაოდ წავიდა.

გუმაშვილის ახლობლები თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებაზე ამახვილებენ ყურადღებას და მეზობელ ქვეყანას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გურამ გუმაშვილი სირიაში დაღუპული მეშვიდე ქართველია. პანკისის ხეობაში ქართველების სირიაში საბრძოლველად წასვლას არ მიესალმებიან. „კურიერთან“ საუბრისას ხეობის უხუცესი ამბობს, რომ ქართველები სირიის შიდა დაპირისპირებაში არ უნდა ჩაერიონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები