დილიდან, მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპულთა ოჯახები იკრიბებიან. იქ იმყოფებოდა პრეზიდენტიც. გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
„10 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგედიიდან, კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა თავისუფალ საქართველოზე. პირველად რუსეთი შეეცადა დავესაჯეთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებში. ეს იყო 90-იანების ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა როგორც აფხაზეთში, ისევე ცხინვალის რეგიონში, 10 წლის წინ იყო კიდევ ერთი ტალღა ვერაგული თავდასხმის. დღეს, როდესაც ვფიქრობ წარსულზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გამარჯვება და ქვეყნის გამთლიანება უფრო ახლოს არის, რადგან არ გამტყდარა არც ჩვენი მორალი, არც ჩვენი რწმენა და მხარდამჭერების რაოდენობა გაზრდილია,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.