19 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა - შერჩევის პროცესი შესაძლოა მმართველი გუნდის და პრეზიდენტის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები გრძელდება, თუმცა პროცესი შესაძლოა მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს. 

დღეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა უნდა განმარტოს იყოს თუ თავის დროზე ფართო კონსულტაციების შედეგად ნინო გვენეტაძის ამ პოსტზე დასახელება სწორი.

წულუკიანის განცხადების საპასუხოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის მინისტრს ამით ახალი კანდიდატურის შერჩევის პროცესის ჩაშლა სურს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაცა ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა, თუმცა ისე წავიდა, რომ მიზეზები არ განუმარტავს.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს ბოლო შანსია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ის გახდეს, ვინც იქ არსებულ გამოწვევებს რეალურად გაუმკლავდება.

გიორგი მარგველაშვილი მისი პრეზიდენტობის ვადაში უზენაესი თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენას მოასწრებს, მაგრამ დაამტკიცებს თუ არა მას ოქტომბრის ბოლომდე ანუ პრეზიდენტის არჩვენებამდე პარლამენტი, ეს „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ დაამტკიცა, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტი კი არა იუსტიციის საბჭო ასახელებს.

დღის ამბები