03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
თბილისის მერიაში შეხვედრაზე ლოტკინზე მცხოვრები 108 ოჯახის ბედი წყდება

ამ წუთებში მერიაში შეხედრაზე იმყოფებიან ლოტკინზე მცხოვრები სოციალოურად დაუცველები, რომელთაც საცხოვრებლებიდან გამოსახლება ემუქრებათ. მერიისგან საკითხის მოგვარებას 108 ოჯახი ელოდება.

საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ მეტრომშენის ყოფილი და  მოქმედი თანამშრომლები, რომლებსაც სურთ დოკუმენტურად დაამტკიცონ, რომ ლოტკინზე კონკრეტული სახლების მეპატრონეები არიან და იქ მცხოვრებთა გამოსახლებას მოითხოვენ.

მერიასთან დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა.

მერიაში შეხვედრას ერთი მხარე ესწრება, ამ წუთებში ქალაქის მთავრობაში სოციალურად დაუცველთა პრეტენზიებს ისმენენ, რაც შეეხება მეტრომშენის თანამშრომლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ბინების რეალური მესაკუთრეები არიან, მათთან შეხვედრას მერიის წარმომადგენლები ერთ კვირაში გეგმავენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია - ეს შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები