05 ოქტომბერი 2024,   18:32
ვრცლად
ტრამპმა ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ექსდირექტორს საიდუმლო მასალებთან წვდომის უფლებამოსილება ჩამოართვა

დონალდ ტრამპმა ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს ყოფილ დირექტორს ჯონ ბრენანს საიდუმლო მასალებთან წვდომის უფლებამოსილება ჩამოართვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მედიას თეთრი სახლის პრესსპიკერმა აცნობა.

ტრამპმა მიზეზად ის დასახელდა, რომ ჯონ ბრენანის რეპუტაცია მის ობიექტურობას და სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ცნობილია, რომ პრეზიდენტი აპირებს გასაიდუმლოებულ მასალებთან წვდომა სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებსაც აუკრძალოს, მათ შორის არიან ეროვნული დაზვერვის სამსახურისა და FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელები.

დღის ამბები