20 ნოემბერი 2024,   00:19
ვრცლად
"ჩვენი მოთხოვნაა, რომ დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა" - იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრომ  სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ შეიტანა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, განგრძობითი ოკუპაციისა და მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე წარმოებული სარჩელით საქართველო რუსეთის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს.

"ჩვენი მოთხოვნაა, რომ დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა. ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსაზღვროს რუსეთის პასუხისმგებლობა განგრძობადი ოკუპაციისთვის, მავრთულხლართების გაბმისათვის და მთლიანად ამ კამპანიისათვის, რაც ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევას იწვევს.

"ეს ეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, ეს ეხება ქმედითი სამართლებრივი საშუალებების ქონას. რა თქმა უნდა, ორივე სარჩელი მნიშვნელოვანია, თუმცა, ინდივიდუალურ სარჩელს თავის მსვლელობა აქვს. ჩვენ ახლა ვფოკუსირდებით უფრო სახლემწიფოთაშორისი საჩივარზე და იმ მასალებზე, რაც წარდგენილ იქნა სტრასბურგის სასამართლოში,“ - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ავალიანი.

 

დღის ამბები