19 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
"მიმდინარეობს მიზანმიმართული, უსაფუძვლო დარტყმები ცესკოზე, მის ხელმძღვანელზე" - თეა წულუკიანი

უწყებათაშორისი კომისიის წევრები საარჩევნო სუბიექტების პრეტენზიებს და წინასაარჩევნო დარღვევებს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, სწორედ ამ დარღვევებზე რეაგირებისთვის შეიქმნა, თუმცა, იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ცესკოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს და კომისია ამ საკითხს დააკვირდება.

„ასე ჩანს ამ ეტაპზე და კიდევ დავაკვირდებით, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული, უსაფუძვლო დარტყმები ცესკოზე, მის ხელმძღვანელზე და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რეპუტაციაზე. ინსტიტუტზე მიმდინარეობს დარტყმები და ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და შევთანხმდით კომისიის წევრები იმაზე, რომ ამ პროცესებს დავაკვირდებით. მეორე საკითხი გახლდათ საია-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს ნამდვილად არ არის ჩემს თვალში კვლევა. ეს არის ვარაუდების შესახებ დოკუმენტი. საია-ს წარმომადგენელი დაგვპირდა, რომ ამ 6 შემთხვევასთან დაკავშირებით, როგორ დაადგინეს ნათესაური კავშირები, ინფორმაციას მოგვაწვდიან, რადგან ეს დოკუმენტი მეთოდზე არაფერს ამბობს,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები