სამხრეთ კავკასიურ ტურნეს ანგელა მერკელი აზერბაიჯანში ასრულებს. გერმანიის კანცლერი ბაქოში დღეს დილით ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.
გაფართოებულ ფორმატში გამართული მოლაპარეკებების შემდეგ ანგელა მერკელმა და ილჰამ ალიევმა განცხადებები ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთეს.
კანცლერის თქმით, აზერბაიჯანი რეგიონში გერმანიის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია.
აზერბაიჯანის ლიდერის შეფასებით კი, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით განვითარდება.
ანგელა მერკელი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანელ ბიზნესმენებსაც შეხვდნენ.