03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
3 საათიანი შეხვედრის შემდეგ ლოტკინზე მცხოვრებთა პრობლემები კვლავ მოუგვარებელია

3 საათიანი შეხვედრის შემდეგ ლოტკინზე მცხოვრებთა პრობლემები კვლავ გადაუწყვეტელია. დღეს მერიაში მხოლოდ ლოტკინზე მცხოვრები სოციალურად დაუცველების პრობლემები მოისმინეს, მეტრომშენის წარმომადგენლებს კი მერიაში მომავალ კვირას შეხვდებიან. 

მერიამ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს ბინების გარეშე მეტრომშენის თანამშრომლებს, თუ 108 ოჯახს, რომლებიც იქ 11 წელია ცხოვრობენ ქუჩაში გაყრის. დაპირისპირებული მხარეები დღეს საკუთარი სიმართლის დასადგენად მერიაში მივიდნენ. ერთ მხარეს სოციალურად დაუცველების 108 ოჯახია, მეორე მხარეს კი მეტრო-მშენის ყოფილი თანამშრომლები, ვისთვისაც სადავოდ ქცეული კორპუსები აშენდა. ორივე მხარე სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად დოკუმენტებს იშველიებს.

მერიაში შეხვედრა დღეს მხოლოდ სოციალურად დაუცველებთან გაიმართა, მეტრომშენის თანამშრომლებს კი მომავალ კვირას მოუსმენენ. 

დღის ამბები