19 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
მან ლოგიკურად შეაფასა თავის შესაძლებლობები - საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა, ალბათ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება, - ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი მარგველაშვილის განცხადებას.

პრეზიდენტმა დღეს თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მას მეორე ვადით არჩევის შანსი მაინც არ ჰქონდა.

„როდესაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა წარმოედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, მაშინ პრაქტიკულად ნათელი იყო, მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ , ეს ალბათ არის ლოგიკური გადაწყვეტილება მის მხრიდან, რადგან მან ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, რეალურად შეაფასა თავის შანსები“-ამბობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ზვიად ძიძიგური, ის ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი მხრიდან ასეთი ლოგიკური გადაწყვეტილებებით მმართველი გუნდი „განებივრებული არ ყოფილა.“

დღის ამბები