პრეზიდენტობის კანდიდატმა, თემურ შაშიაშვილმა, კამპანია ქუთაისიდან დაიწყო. ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში კანდიდატის მხარდასაჭერად ხელმოწერები გროვდება.
შაშიაშვილმა საარჩევნო პროგრამაზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზენტაციას ბორჯომში გააკეთებს.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არ ექნებათ შტაბები და მოსახლეობის პრობლემებს შესახებ ინფორმაციას პირადად მოისმენს, რადგან მისი მიზანია, ხალხის პრეზიდენტი იყოს.
„არცერთ რეგიონში ჩვენ შტაბი არ გვექნება. ჩვენი შტაბი არის ყველა ის სახლი, ყველა ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, იქნება ეს მაღაზია, ბაზარი, „ბირჟა“, საპარიკმახერო, სადაც მსჯელობენ, ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუ ქვეყანაში გონებით გადაწყდება პრეზიდენტის საკითხი, ქვეყანა მოიგებს. თუ ხათრით და ფულით გადავწყვეტთ, ვიქნებით უარეს მდგომარეობაში. აქამდე როგორი საარჩევნო პროცესიც იყო, ეს იყო დამანგრეველი და დამღუპველი,“ - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.