19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
"ორმაგი სტანდარტების შესანიშნავი მაგალითი - ლიეტუვამ, 2023 წელს, რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდა, ვიდრე საქართველომ" - ნიკოლოზ სამხარაძე

ლიეტუვას მთავრობა ახორციელებდა ზეწოლას საქართველოზე, რათა რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, მაგრამ 2023 წელს, მათ რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდეს, ვიდრე საქართველომ - - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, სოციალურ ქსელ X-ზე წერს:

"ორმაგი სტანდარტების შესანიშნავი მაგალითი. ლიეტუვას მთავრობა ახორციელებდა ზეწოლას საქართველოზე, რათა რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, მაგრამ 2023 წელს, მათ რუსეთს უფრო მეტი ღვინო მიჰყიდეს, ვიდრე საქართველომ. თვალთმაქცობის საუკეთესო ფორმა. მაინტერესებს როგორი ყურძენი მოჰყავთ ბალტიისპირეთში?” - წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები